ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული აქტვების უკრაინისთვის გამოყენება „ქურდობა“ არ არის

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემა რუსეთისთვის ფულის მოპარვას ნიშნავს.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა გლობალურმა კოალიციურმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, გაგვეყინა რუსეთის სუვერენული აქტივები, რომელიც, დაახლოებით, 280 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით, 200 მილიარდი აშშ დოლარი ბელგიაშია“, - აღნიშნა იელენმა.

მისი მტკიცებით, არ არსებობს სამართლებრივი წინააღმდეგობები იმისთვის, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის სესხის მისაცემად გამოიყენონ.

„ეს არანაირად არ არის ქურდობა. რუსული აქტივები ამ ინსტიტუტში რჩება. ის იმობილიზებულია. რუსული საინვესტიციო ვადა უკვე ამოიწურა. რუსეთის ფული არსებობს ნაღდი ფულის სახით, მაგრამ შემოსავალი ერიცხება დაწესებულებას, რომელზეც რუსეთს არ აქვს უფლება“, - განმარტა იელენმა.

მისი თქმით, ეს არის „ნებისყოფის ბრძოლა პუტინთან.“

„პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება და ვერ შევძლებთ უკრაინას მივცეთ ის რესურსი, რომელიც მას სჭირდება ამ ომისთვის და ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვაქვს ამის უნარი და ნება“, - აღნიშნე იელენმა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების „ქურდობა დაუსჯელი არ დარჩება“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა