ომბუდსმენი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა - ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, პენიტენციურ დაწესებულებებში ძირითადი პრობლემები პატიმრების დროულ მკურნალობასთანაა დაკავშირებული. სახალხო დამცველის განმარტებით, ციხეებში მყოფ პირებს დიდი ხანი უწევთ ლოდინი, რომ სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევა, ან მკურნალობა ჩაუტარდეთ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ყველაფერი კი მთელ რიგ ფორმალობებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებასთან და ა.შ. რასაც დიდი დრო მიაქვს. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია. ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, ასეთი პატიმრები დეესკალაციის საკნებში გადაიყვანოს, სადაც მათ ფსიქიკური პრობლემები კიდევ უფრო უმძაფრდებათ. საკუთარი თვალით ვნახე ძალიან რთული შემთხვევები, სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემაა, სისტემა არაა ეფექტურად აწყობილი დროულად მოხდეს მათი გამოვლენა და შემდეგ გადაყვანა, მკურნალობა და ისევ ციხეში დაბრუნება. ეს ბიუროკრატია, რომელიც დაკავშირებულია ექსპერტიზასთან, მის დანიშვნასთან და ა.შ. ხანდახან, 3-4 თვე გრძელდება და ამასობაში ეს ადამიანები მათთვის გაუსაძლის პირობებში არიან. ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ხონის ფსიქიატრიული დაწესებულებაა, ყველა ასეთი ტიპის მსჯავრდებული იქ გადაჰყავთ“, - აცხადებს იოსელიანი.

მისივე თქმით, აღნიშნული კლინიკა ინფრასტრუქტურული კუთხით სტანდარტებს პასუხობს“.

„თუმცა, მისი პრობლემა გადატვირთულობაა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკებს ზრდის. ასევე, დგას თანამშრომლების, ფსიქიატრების, მათ შორის, სანიტრების ნაკლებობის პრობლემა“, - აცხადებს იოსელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის