ომბუდსმენი - გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულთაგან იშვიათად საუბრობდა ვინმე პოლიციისგან ძალადობაზე - წლევანდელ აქციაზე დაკავებულებიდან კი, პრაქტიკულად, ყოველი მეორე მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა

გასული წლის 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულებთანაც ვიყავი შესული, ყველა მათგანი მოვინახულე, ისევე როგორც, წელს დაკავებულები პირადად მოვინახულე, ვინც თბილისში იყო. შარშან დაკავებულთაგან ძალიან იშვიათად, ვინმე თუ მიუთითებდა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, ან ცემაზე, განსხვავებით, წლევანდელ აქციაზე დაკავებულებისგან, პრაქტიკულად, ყოველი მეორე, ან უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა არ ხდებოდა იზოლატორებში.

„იქ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო. ეს ძირითადად, დაკავების პერიოდიდან იზოლატორამდე ხდებოდა, რამდენიმე მათგანი მანქანაში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც საუბრობს.

„მიზანი, რომელიც დასახელდა, საქართველოში შემოდინებული გარკვეული თანხების გამჭვირვალობა იყო, ამ მიზნის მიღწევა სხვა გზითაც შეიძლებოდა. ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული გზა, ეს იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელება, რომელიც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, ვიღაც მასტიგმატიზირებლად არ ჩათვლიდა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, ასევე არ გამოიწვევდა ადამიანებში ამხელა პროტესტს. ვფიქრობ, ეს იქნებოდა იდეალური და სწორი გამოსავალი, რადგან ერთის მხრივ ის ლეგიტიმური მიზანი, რაც სახელმწიფოს გააჩნდა, მიღწეული იქნებოდა, მეორეს მხრივ კი ამ დაპირისპირებას ავიცილებდით, რამაც ფაქტობრივად საზოგადოება ორ ნაწილად გაყო, ამ შედეგებს ჩვენ დღესაც ვადევნებთ თვალს.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ზუკა ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმა განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად სახიფათოა საზოგადოების ასეთი ტიპის გახლეჩა, რადგან ამ დაპირისპირების თავიდან აცილება სახელმწიფოსგან ძალიან დიდ ძალისხმევას და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. ეს არის ის ველი, სადაც ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით და იქიდან ძლივს გამოვედით, იქ დაბრუნება ძალიან სახიფათო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზეა, ვისაც ლეგიტიმური ძალა აქვს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები აღკვეთოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე“, - აცხადებს იოსელიანი.

მისივე თქმით, განხორციელებული ყველა ძალადობის ფაქტი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა.

„არც ერთი ფაქტი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება, ყველა საკითხს ვიკვლევთ, მაგრამ მთავარი, ვინც ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს, საგამოძიებო სტრუქტურებია. ყველა შემთხვევა, სადაც ძალადობაზე იყო საუბარი, აღვრიცხეთ. 180-ზე მეტი პირისპირი გამოკითხვა გვქონდა, ყველა მათგანზე შედგა ოქმი და ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა რეაგირებისთვის, დღეს უკვე ამ საქმეების მონიტორინგს ვახორციელებთ. როცა გამოძიების გაჭიანურებაზე, არაეფექტურ გამოძიებაზე დგება საკითხი, ეს ჩვენი შესწავლის საგანია, ყველა ამ ნაწილზე ჩვენ ჩვენი პასუხი გვაქვს, რამდენად ეფექტური, დროული იყო გამოძიება და ა.შ.

ჩემს ერთ საინტერესო დაკვირვებას გაგიზიარებთ. გასული წლის 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულებთანაც ვიყავი შესული, ყველა მათგანი მოვინახულე, ისევე როგორც, წელს დაკავებულები პირადად მოვინახულე, ვინც თბილისში იყო. შარშან დაკავებულთაგან ძალიან იშვიათად, ვინმე თუ მიუთითებდა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, ან ცემაზე, განსხვავებით, წლევანდელ აქციაზე დაკავებულებისგან. პრაქტიკულად, ყოველი მეორე, ან უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა, თუმცა, ეს არ იყო იზოლატორებში, იქ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო. ეს ძირითადად, დაკავების პერიოდიდან იზოლატორამდე ხდებოდა, რამდენიმე მათგანი მანქანაში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა. ერთი საყურადღებო საკითხია, საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ყველა პოლიციელი, რომელიც დემონსტრანტს აკავებს, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, ეს სახელ და გვარს არ გულისხმობს, სპეციალური ნომერია დატანილი, თუკი, პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტებს, მისი იდენტიფიცირება, გამოძიების წარმართვა მოხდება. ხშირ შემთხვევაში, ასეთი საიდენტიფიკაციო ნომრები სამართალდამცავებს არ გააჩნდათ, რაც შემდეგში საქმის გამოძიებას ართულებს, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როცა იდენტიფიცირებული არიან, კადრებში ჩანან პოლიციელები, რომლებმაც დემონსტრანტებზე იძალადეს. ვფიქრობ, მათ მიმართ ღონისძიებების გატარება საკმაოდ მარტივია, ჩვენც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებებს ველოდებით, რომლებიც ყველა საქმეს იძიებენ, მათთან კავშირი, პერიოდული შეხვედრები გვაქვს და გვეუბნებიან, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დადგება შედეგი“, - აცხადებს იოსელიანი.

სახალხო დამცველის თქმით, ის დაშავებული პოლიტიკოსების, ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილისა და დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას აკვირდება.

„სამივე შემთხვევის გამოძიების პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და პერიოდულად ვინტერესდებით, რა ხდება აღნიშნულ პროცესში“, - აცხადებს იოსელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა