პაატა მანჯგალაძე - ზოგს ჰგონია, რომ სამართალივით სანქციები ურმით დადის - არ დადის ურმით, ყველას მიაკითხავს აუცილებლად

ზოგს ჰგონია, რომ სამართალივით სანქციები ურმით დადის - არ დადის ურმით, ყველას მიაკითხავს აუცილებლად, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროც არის სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს და ქართველ ხალხს პერსპექტივას უღობავს.

„ის ხალხი, ვინც ეღობება ჩვენი და ჩვენი შვილების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას და რუსეთის პირისპირ, რუსულ ჭაობში ტოვებენ საქართველოს, სანქციებს კი არა ყველაფერს იმსახურებს, რაც არის კანონმდებლობით და კონსტიტუციით გათვალისწინებული. საჭიროც არის სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც გვიღობავს პერსპექტივას საქართველოს და საქართველოს შვილებს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მან უკრაინის მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ღირსეული გზავნილები ჰქონდა.

„მე ვფიქრობ, რომ მართლა ღირსეული გზავნილები ჰქონდა. ამის აღიარება არის, ხაზგასმა იმ რეალობაზე, რაც ხდება. საქართველო უნდა იყოს ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს აქვს ბევრი თავისი პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვწყდეთ ცივილიზებულ სამყაროს. სიმართლე არის უკრაინის მხარეს, რუსეთი არის ბოროტება და ჯოჯოხეთი. ქართველზე მეტად არავინ იცის. 200 წელია რუსეთი ჩვენს მთავარი სამი საუნჯის: მამულის, ენის და სარწმუნოების აოხრებას და ამოგდებას ცდილობს. იმის თქმა, რომ ამერიკისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა და რუსეთზე სიტყვა არ დავძრათ, ეს არის ზუსტად კოლაბორაციონიზმი, მავნებლობა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება