ანალენა ბერბოკი - უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას საბედისწერო შედეგები მოჰყვება - რუსული ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, თუკი უკრაინას დახმარების მიწოდებას შეუწყვეტენ, ამას გერმანიისა და ნატო-სთვის სახიფათო შედეგები მოჰყვება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.

„ძნელია იმის გამოთვლა, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება.

„დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება - თავისუფალი უკრაინისთვის და თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გააგრძელონ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს