თენგიზ ნასარიძე - ველოდებით წარმატებულ ალოობას - სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის, ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის საკითხები განიხილეს.

ამასთან, საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.

„ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, წლების განმავლობაში, აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას. ამ პროგრამამ შედეგი გამოიღო და შარშან, მოსავლის აღების პროცესში, ფაქტობრივად, პრობლემა აღარ გვქონია. წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვლეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება.

„ფერმერებთან გამართული შეხვედრა მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა - როგორიც არის მოსავლის აღება, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის დაბინავება. უკვე დაიწყო ალოობა და დარწმუნებული ვართ, რომ აუღებელი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება“, - განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავლის აღების შტაბის შექმნას მიესალმებიან. ფერმერს, ლაშა გონაშვილს, რომელიც ხორბლის და ქერის მწარმოებელია, მოსავლიანობის და ხარისხის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვს.

„უკვე აქტიურ ფაზაში შედის მოსავლის აღება და ამ ეტაპზე კარგი მოლოდინები გვაქვს. ფერმერების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, შეფერხებების შემთხვევაში, ვის და სად უნდა მივმართოთ“, - აღნიშნა ლაშა გონაშვილმა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მობილიზებული მოსავლის ამღები ტექნიკა დაათვალიერა და შირაქის ველზე ქერის აღების პროცესს გაეცნო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა