პრემიერი - ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს - ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები

ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა აღიმართება და საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი ემოცია იქნება.

„ხვალ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ველოდით და კიდევ უფრო მძაფრად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. პირველად, ისტორიაში, ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს დროშა აღიმართება, საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ემოციაა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ბუნებრივია, გაუადვილა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მათ გამარჯვებები მინდა ვუსურვო. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ჟინით აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა