ირაკლი კობახიძე - ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, წელს ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით

ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან - 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

„ევროპაში კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში. ასევე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც - მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა მგზავრთნაკადმა ჩვენს აეროპორტებში. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი. წლიურ ჭრილში 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი მაჩვენებლის 9-პროცენტიანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ძალიან კარგი მონაცემებია ტურიზმის და ავიაციის სფეროში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ზრდის ტემპები, რისი ძალიან კარგი პერსპექტივებიც არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე