სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე „ვიშეგრადის“ პროექტის ფარგლებში კომუნალურ მომსახურებებზე საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა

­

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები არიან სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) და ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C). აღნიშნულ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

"საინფორმაციო ბიულეტინები შეეხება პარტნიორ ქვეყნებში კომუნალური მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას. დოკუმენტები განთავსებულია პროექტის საიტზე:

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტი განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“.

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF)

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, იდეების გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვის გააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზით ცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურ ინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.

პროექტის პარტნიორები:

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელი კვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციების მეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით და საზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებს მრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებს მომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანი დაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტო მხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკის ეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა და განათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის.

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C), პოლონეთი

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ ნეიტრალური კლიმატის მომავლის შექმნის მიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთა მიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობს რეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. P4C მიისწრაფვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფისკენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო