ოთარ შამუგია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

„მოხარული ვარ, თქვენთან შეხვედრით. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნები გადიან ევროკავშირში ინტეგრაციის რთულ და საპასუხისმგებლო გზას. ვფიქრობ, კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობით შევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას და დროულად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება საექსპორტო პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გაამახვილა.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნებით თუ მოგვეცემა გამოცდილების გაზიარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა“,- განაცხადა ალექსანდრ ესაულენკომ.

მათივე ცნობით, საუბარი საქართველო-მოლდოვის ორმხრივი ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხს შეეხო, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის საქმიანი ურთიერთობების განვითარებისთვის.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება