ლევან დავითაშვილი - ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - ყველაფერი ყველაფრის ფასად არ არის ჩვენი პრინციპი

ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი, როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, თუმცა ეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება „ეიპიემ ტერმინალის“ გაფართოების საკითხს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით, რადგან საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად - ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს „ეიპიემ ტერმინალს“, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი, გასულ კვირასაც პირადად მე მქონდა ახალ ხელმძღვანელთანაც შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე და ვფიქრობ, სამინისტროს არ აქვს დიალოგის დეფიციტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კონკრეტული კომუნიკაცია, მაგრამ ის თუ რა პირობით მოხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით და ა.შ. ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკების საგანი. 7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალა კომპანიამ და ინვესტორმა თავისი პირობები და მათიც გასაგებია, იმიტომ, რომ კონიუნქტურა ამ 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა და ასეთი ტიპის ინვესტიციები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პროექტიც ძალიან რთულია ინვესტორებისთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის „გრინფილდ“ პროექტი და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ ამ პროექტის განხორციელება. ესეც მიდის გეგმაზომიერად, აქაც არანაირი პრობლემა და შეფერხება არ არის, არაფერ კავშირში არ არის კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის მონაწილეობა ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა