თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტს იწყებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახალ ინიციატივას ახორციელებს - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმა ნებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ.

„პროექტის - „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამ მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება პროექტის ფარგლებში შემუშავებული აღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზების შესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია - დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია