Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჰყავს

Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჰყავს. ჟან პოლ ვან მარისინგი მალე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.

ჟან პოლ ვან მარისინგი 2010 წლიდან Webster University Leiden-ის რექტორია. მას ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული ევროპული სამართლის მიმართულებით.

პროფესორ მარისინგს აქვს ლიდერობისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში. მან საქმიანობა ბიზნეს კონსულტანტად დაიწყო. სხვადასხვა დროს, გახლდათ European Commission-ის Euro Info Centre-ის ბიზნეს კონსულტანტი, ჰოლანდიური წამყვანი სამშენებლო კომპანიის CVK Kalkzandsteen-ის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი, წამყვანი ამერიკული იურიდიული ფირმების Baker & McKenzie-ისა და Howrey-ის პარტნიორი და წამყვანი იურისტი.

მოგვიანებით, ჟან პოლ ვან მარისინგმა საგანმანათლებლო სექტორში გადაინაცვლა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ვებსტერის სხვადასხვა კამპუსში საქმიანობის პარალელურად, ის გახლავთ პროფესორი Nyenrode Business Universiteit-ში (ნიდერლანდები).

ჟან პოლ ვან მარისინგს გამოცემული აქვს 10 წიგნი და 50-ზე მეტი სტატია ევროკავშირთან დაკავშირებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ხშირად გახლავთ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემების სტუმარი.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება