განათლების მინისტრი - მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას

მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და დაახლოებით, შეიძლება, ასეთი სკოლების ნუსხა 20-დან 30-მდე იყოს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის საქართველოს მასშტაბით 220 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

„მე როდესაც დავინიშნე მინისტრად, მაშინ დავპირდი საზოგადოებას, რომ ყველა არსებული ტენდერის მიმართ, რაც გამოცხადებული იყო, მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებოდით, რომ ჩვენს კონტრაქტორებს დროულად და ხარისხიანად შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულებები. სამწუხაროდ, სისტემაში ჯერჯერობით კიდევ რჩება ათამდე სკოლა, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წელი იყო გაურკვევლობაში და რიგი მიზეზების გამო ვერ ცხადდებოდა ტენდერი. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ჩვენს სისტემაში არის, დაახლოებით, 170 სკოლის მშენებლობა- რეაბილიტაცია, რომელიც, პრაქტიკულად, უხარვეზოდ მიმდინარეობს. შეიძლება ერთეული გამონაკლისები იყოს, სადაც ოდნავი ვადაგადაცილებაა, მაგრამ ჯამურად, თითქმის მთელ საქართველოში უხარვეზოდ მიდის პროცესი. დაახლოებით, 40-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამიტომ 220 სკოლაში სამუშაოები უკვე მთელს ქვეყანაში მიდის. რაც შეეხება ახალ ფაზებს, ამის გამოცხადება, გეგმის თანახმად, იგეგმებოდა 2025 წელს, მაგრამ ვფიქრობ, ერთი ორი კვირა, მეტი არ უნდა დაგვჭირდეს, რადგან მიმდინარეობს გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან ძალიან აქტიური ანალიზი, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და დაახლოებით, შეიძლება ასეთი სკოლების ნუსხა 20-დან 30-მდე იყოს. შემდგომ უკვე შესაბამისი რესურსების მობილიზებით გვინდა, რომ წელსვე გამოვაცხადოთ აღნიშნული ტენდერები თუ ამის საშუალებას მოგვცემს ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია და რესურსები. თუ არა, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ წელს უკვე გეგმაში გვაქვს ეს. ვიცი, რომ ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, განსაკუთრებით მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, ვინც ამ სკოლებში არიან და ახლა გადანაწილებულები არიან სხვა სკოლებში, მაგრამ მათ მინდა დავპირდე, რომ აქტიურად მუშაობა მიდის ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან კარგ სიახლეებს გეტყვით თქვენც და მათაც“.- განაცხადა ამილახვარმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა