ირაკლი კობახიძე ჯარის ბანაკის მონაწილეებს - ჯართან შეხება და სამხედრო საქმის გაცნობა მოგცემთ შესაძლებლობას, მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება

ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეების ექნებათ ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება.

„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. მინდა მოგილოცოთ ბანაკის გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია. ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და იდენტობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება. ეს ყველაფერი მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომლებზეც უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება. ფასეულობების კუთხით არის უამრავი გამოწვევა თანამედროვე სამყაროში. არის გარკვეული ტენდენციები, რაც იქითკენ არის მიმართული, რომ დაკნინდეს ფასეულობები, რომელზეც უნდა იდგეს ნებისმიერი საზოგადოება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ყველა ის ფასეულობა, რომელიც უნდა იყოს მყარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. არის ორი მნიშვნელოვანი პროექტი - ჩვენი ჯარისკაცები მიდიან სკოლებში, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს აცნობენ და არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გახსნასაც დრეს ვესწრებით - ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში. მადლობას ვუხდი თავდაცვისა და განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული და თქვენ ახალგაზრდებს მინდა გისურვოთ წარმატებული და სასიამოვნო დრეების გატარება. თქვენ გექნებათ აქ საშუალება, რომ აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენოთ და მიიღოთ ახალი ცოდნა და მინდა ამაში წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა