დიმიტრი პესკოვი - შვეიცარიაში უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის ეფექტურობა ნულამდე დადის

შვეიცარიაში მშვიდობის შესახებ კონფერენციის ეფექტურობა ნულამდე დადის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუ ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ამ შეხვედრის ეფექტურობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ნულამდე დადის. შეიძლება იყოს სუბიექტური, ან ობიექტური მოსაზრება, მაგრამ რაიმე სახის ეფექტურობაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილე ბევრმა ქვეყანამ მიუთითა რუსეთის დასწრების გარეშე სერიოზული განხილვის გამართვის უპერსპექტივობაზე.

პესკოვის მტკიცებით, მოსკოვი გააგრძელებს მუშაობას ყველასთან, ვინც ამისთვის მზადაა.

„ესაა ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია. ის კვლავ ღიაა დიალოგისთვის, სერიოზული, არსებითი და პროდუქტიული განხილვისთვის“, - დასძინა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს უკრაინის საკითხზე მშვიდობის გლობალური სამიტი გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამიტზე რუსეთი მიწვეული არ იყო.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია