ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას და ვიეტნამს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, კიმ ჩენ ინის მიწვევით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს, მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს ეწვია და რესპუბლიკის მაშინდელ ლიდერს, კიმ ჩენ ირს შეხვდა.

ამასთან, ვიეტნამის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი 19-20 ივნისს ვიეტნამს ეწვევა. მათივე ინფორმაციით, პუტინი ქვეყანაში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ნგუენ ფუ ჩონგის მიწვევით ჩავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება