საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურის კვლევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიისა და მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბების თანაორგანიზებით, ქართული ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გამოიფინა, უმეტესწილად, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ავტორობით იყო შესრულებული.

ექსპოზიციაზე, ასევე, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრთა მიერ სხვადასხვა მასალაში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სტუდენტური გამოფენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საუნივერსიტეტო ღონისძიების მიზანი, სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

თამარ წერეთლის თქმით, სტუდენტურ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, რამდენად საფუძვლიანად შეისწავლეს ახალგაზრდებმა ქართული ტრადიციული სამოსი და ის ატრიბუტიკა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოფითი თუ სარიტუალო დანიშნულებით იყენებდნენ.

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი რთულ ამოცანას, ეროვნული სამოსის კონცეფციის საფუძველზე შეექმნათ ისეთი კოსტუმების ესკიზები, რომელსაც სიამოვნებით და სიამაყით ატარებს თანამედროვე ქართველი. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ქალისა და მამაკაცის კოსტიუმების ესკიზები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, გასაოცარი ფერებითა და ორიგინალურობით. ჩვენმა სტუდენტებმა შეძლეს გადმოეცათ უნიკალურობა, თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება ეროვნული სამოსისა, თავსაბურავებისა, სარტყლებისა და მათთან დაკავშირებული ატრიბუტიკისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ასევე, იცვლებოდა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტუდენტების ნამუშევრებში ყურადღებას იქცევს ფერთა შეხამება, მათში იკვეთება ისტორიული ქართული ქსოვილის ხარისხიც და უნიკალური ორნამენტები, საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში მხოვრები ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის განსხვავებული სტილი, რაც მთლიანად არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე განსაკუთრებულ თუ სადღესასწაულო შემთხვევებზე. მინდა რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის სახელით, პირველი სერიოზული წარმატება მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გამოფენის მონაწილე სტუდენტებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში