სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

2024 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს.

"მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნებზე სახალხო დამცველის აპარატის სადამკვირვებლო მანდატით და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მავნე პრაქტიკის პრევენციის საკითხებითაც დაინტერესდ", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს