თსუ-ში კომპიუტერული თამაშების ფესტივალი გაიმართა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული თამაშების ფესტივალი „თბილისი დიჯიტალ არენა“ გაიმართა, რომლის მიზანიც კომპიუტერული ინდუსტრიის პოპულარიზაცია იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის შეჯიბრი, სადაც არა ერთი გამარჯვებული გამოავლინეს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპიუტერული თამაშების ფესტივალი „თბილისი დიჯიტალ არენა“, რომლის მთავარი ფოკუსი იყო კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს სტუდენტური კლუბი “ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბი” და მისი პარტნიორი გეიმიგ სტუდიო “რევოლტ ინტერთაიმენთი”.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაცია და განვითარება. სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება: გეიმჯემი, სადაც 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა 33 გუნდი, ხოლო საბოლო პროტოტიპის შექმნა შეძლო 17-მა გუნდმა, გაიმართა ი-სპორტის შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრები Fifa-სა და Mobile legend-ში, მოეწყო ქართული გეიმინგ სტუდიების შოურუმი, ქოსფლეის შეჯიბრი.

ღონისძიებაზე, ქართველმა და პოლონელმა ექსპერტებმა წაიკითხეს საინტერესო ლექციები და სემინარები კომპიუტერული თამაშების შექმნის თემატიკასთან დაკავშირებით; მოეწყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები: რეტრო გეიმინგი, სამაგიდო თამაშები, ქართული ინდი ფილმების ჩვენება და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

„თბილისი დიჯითალ არენას“ დასკვნითი დღე დაეთმო გამარჯვებული გუნდებისა და მონაწილეების გამოვლენას და დაჯილდოების ცერემონიას.

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ თსუ, კოინმანია (ქართული კრიპტო ექსჩეინჯი), ზუმერი და პოლონური Digital dragons (ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი გეიმინგ კონფერენციის ორგანიზატორები), რომლებმაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჰაკათონში პრიზად გადასცეს ბილეთები მათ ღონისძიებაზე.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა დღევანდელ მსოფლიოში. იგი მეორე ადგილზეა მედია ინდუსტრიებში, 300 მილიარდამდე ბაზრის მოცულობით და ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპით. ორგანიზატორების განცხადებით, „თბილისი დიჯიტალ არენა” აქტიურად იზრუნებს საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა