„ჯივიპის" აქტივების მართვის დირექტორი - წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება - ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება.

კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება.

„დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული. სამუშაოები ხვალიდან უკვე დაიწყება. ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებულმა მონაკვეთმა, ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვახდინეთ, ხვალიდან უკვე მომხმარებლებთან მიმართებაში ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიან წყლის მიწოდებას დღის განმავლობაში. ამის პარალელურად, ჩვენს კონტრაქტორებთან 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ“ , - განაცხადა გიგა ნადირაძემ.

ნადირაძემ განმარტა სამუშოების სტრატეგია, რომელიც დაზიანების აღმოფხვრის მიზნით დაიგეგმა.

„ჩვენს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლა და შეფასება მოხდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვითარება მძიმე იყო, არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში. სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, მყისიერად მოვახდინეთ ჩვენი სპეციალისტების ადგილზე მივლინება და პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა, რათა იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული გზა.

პირველი ვერსია განიხილებოდა მილსადენი, ვინაიდან, არის მეწყრულ ზონაში და იქ არსებული მეწყრული პროცესები არ გვაძლევდა საშუალებას, რომ დაზიანების წერტილის ესკალაცია მოგვეხდინა და შემდგომ მისი აღდგენა. განვიხილავდით, ასევე ვერსიას, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, გვყავს კონტრაქტორი, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს - მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს“, - განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა