ვილი სანიოლი - ფეხბურთელები მზად არიან - უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას

ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის დიდი მუხტი და ძალაა, როცა იციან, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას.

“ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით, რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას”,- განაცხადა ვილი სანიოლიმ.

ასევე, პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მისი თქმით, ნაკრებმა დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა, ამიტომ მათ სურთ დაამტკიცონ რა შეუძლიათ.

“როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა, რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს, საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო, ყველანი ამაყები ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს”,- განაცხადა კაშიამ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნისს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა