კახა კალაძე - მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ.

ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანია ველოდებით. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დიდი სიხარული გვაჩუქეს. ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა. ხვალ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბიჭებს.

რაც შეეხება მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, ხვალ, მიხეილ მესხის სტადიონზე შესაძლებლობა ექნებათ, უყურონ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას. მინდორზე დამონტაჟებული იქნება 6 ძალიან დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი, ასევე სტადიონის გარეთ იქნება განთავსებული კვების ობიექტები და საკმაოდ კომფორტული იქნება იმისთვის, რომ ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. კიდევ ერთხელ, წარმატებები და გამარჯვებები მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე