გიორგი ვაშაძე - მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს - მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში!

მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს - მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში! - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და თურქეთის ნაკრებს შორის დაგეგმილ თამაშს, რომელიც გერმანიაში გაიმართება.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, "ძალა ერთობაშია! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია".

„გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება საქართველოს! დღეს ყველა ვგულშემატკივრობთ საამაყო ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც უკვე მოიპოვა საპატიო ადგილი ევროპის ერთა შორის.

მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს - ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან მათ მოიპოვეს ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარული. მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში!

ძალა ერთობაშია! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება