გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას.

შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ კოორდინატორი თამარ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის მიმართულებით გადამზადდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია