BAG - საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სუფთა გარემოსა და ჯანსაღ პროდუქტთან

საქართველოს „ბიზნეს ასოციაცია“ ულოცავს წევრ კომპანია „მედ დიაგნოსტიკას“ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალურ გახსნას. ლაბორატორია გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და ანალიზებით, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით და სიზუსტით ტარდება და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს „ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის მიმართულებებს მოიცავს, რომელზეც 500-მდე კვლევას სთავაზობს, როგორც ბიზნეს სექტორსა და ფერმერებს, ისე კერძო პირებს.

ლაბორატორიის კვალიფიციური პერსონალი ნიმუშის აღებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და ობიექტზე ახორციელებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებსა და კვლევებს სთავაზობს, რაც თავის მხრივ, გამორჩეულს ხდის რეგიონში.

მათივე ინფორმაციით, ლაბორატორია მომხმარებელს სურსათის უვნებლობის (HACCP) მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, როგორც სასმელ, ზედაპირულ და მინერალურ წყლებზე, ისე ხორცეულისა და ძეხვეულის ნაწარმზე, რძის პროდუქტსა და კარაქზე.

მათი ცნობით, ლაბორატორიაში პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის დეტალური კვლევა ხორციელდება. ის, ასევე გამოირჩევა სრული ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ნიადაგის კვლევით, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და დამაბინძურებლების და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალური შესწავლითა და ანალიზით.

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის მომსახურება გათვლილია კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებსა და სასტუმროებზე, საწარმოებზე, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე, ასევე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიულ მიმართულებებზე.

„ეს არის ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი პროექტი, რომლის წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი საქმიანობისთვის, ისე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსთვის. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში აგრარული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომხმარებელს მაღალპროფესიული სერვისები შევთავაზოთ, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოსა და საკვებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ლაბორატორიას შეუძლია პოზიტიური წვლილის შეტანა, როგორც ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.

„ვულოცავთ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას, მის დამფუძნებლებსა და გუნდს ამ დიდ წარმატებას, ის სამი მიმართულება, რომელზეც ლაბორატორია ფოკუსირდება პირდაპირ კავშირშია სუფთა გარემოსა და ჯანსაღ პროდუქტთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის. გარდა ამისა აღსანიშნავია, ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ჩაიდო და რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს „ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა