ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის - „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა.

ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც ლომჟას მერმა აღნიშნა, პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობა ლომჟას დღეების აღნიშვნაში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაა, რაც ერთობლივი ღირებული პროექტების განხორციელების წინაპირობაა.

„იმედი მაქვს, რომ მეგობრობა, რომელიც დაიწყო ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, განვითარდება ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ დონეზე“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ.

მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 606 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.

გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის სპეციფიკას, ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს