საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა-შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილე მხარეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განაცხადებით, გაზრდილი პოლარიზაციის პირობებში აპარატის მიმართ დიდი მოლოდინებია, რომელიც მიუხედავად შეზღუდული მანდატისა და რესურსებისა, მზად არის მოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა მოპოვებული ინფორმაცია.

ასევე აღნიშნა აპარატის რეგიონული წარმომადგენლობების მზადყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დროს უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების კუთხით.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ინფორმაციის მიღების საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ ისაუბრა, რაც ეფექტიანი რეაგირების და გრძელვადიანი გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. ასევე, ისაუბრა ძალადობის აქტებისა და დაკავებების დროს რეაგირების არსებული მექანიზმის მნიშვნელობასა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

მონაწილეებმა არაორდინალური გარემოებების პირობებში, წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში აპარატის უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ასევე, აქციების დროს დაკავებულთა მოძიებასა და მათი უფლებების მონიტორინგის საკითხებში აპარატთან ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორზე გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის უარყოფით გავლენას.

შეხვედრა გაიმართა USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება