გია ვოლსკი - უკვე ოფიციალურად თაღლითებად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა

უკვე ოფიციალურად თაღლითებად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“.

მისი თქმით, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივი ფრაქციები შექმნეს და მმართველობის სადავეები აიღეს ხელში, „უშველებელი ზიანი მიაყენეს კონკრეტულ ადამიანებს“.

„უკვე ოფიციალურად თაღლითებად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა. არასწორია, ტყუილია, სიცრუეა და რა საკვირველია სიყალბეა. ეს ადამიანები პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პირობებში იმ სტრატეგიასთან, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ეს არის დესტაბილიზაცია. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული მოწინავე წევრები არიან და მათი საკრებულოში კოლაბორაცია ჩვენ თვალწინ ხდებოდა. რუსთავის ბიუჯეტი მით კინაღამ ჩააგდეს და უშველებელი ზიანი მიაყენეს კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ქალაქებში, სადაც „გახარიებმა“ და “ნაცმოძრაობამ” ერთობლივი ფრაქციები შექმნეს და მმართველობის რაღაც სადავეები აიღეს ხელში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციას სურს, მოგვაჩვენონ, თითქოს პოლიტიკური სუბიექტები სხვადასხვა აზრზე არიან, მაგრამ ერთი მთავარი სანუკვარი მიზნის გარშემო გაერთიანდებიან.

შეგახსენებთ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს