თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის „ვორქშოფს“ მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის „ვორქშოფს“ მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს შესაძლებლობა აქვთ სფეროს უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართალში, კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპილოტე სასწავლო პროგრამა (REACT) თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს (სირაკუზის ინსტიტუტს) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.

„აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სირაკუზის ინსტიტუტის ინიციატივას, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ხორციელდება და ეხება საპილოტე სასწავლო პროგრამას ქართველი გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის.

სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

ღონისძიების გახსნას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ სემინარის მონაწილეებთან საპილოტე სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე, ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, REACT სასწავლო პლატფორმა პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სესიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება“, - აღნიშნული ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება