ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ 20:00 საათზე დაიწყება, სტადიონზე გულშემატკივრები იკრიბებიან - საქართველოს და თურქეთის ქომაგებს შორის დაპირისპირებაც მოხდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ მატჩამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება. გერმანიის

ქალაქ დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების საქომაგოდ იკრიბებიან.

მანამდე გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები, სადაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის დაპირისპირება ჩანს.

გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე