სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში  ორკვირიან კურსს გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები, დავით ჩიტაძე და მარიამ პატაშური ზარლაანდის (გერმანია) ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაივლიან ორკვირიან კურსს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა, კონკურსის წესით შეარჩია.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საზაფხულო სკოლის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება.

„სტუდენტებს ექსპერტები აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ, ამასთანავე მათ საშუალება ეძლევათ ჩაერთონ "ვორქშოპში", იმუშაონ პრაქტიკულ დავალებებზე. საზაფხულო სკოლა სტუდენტებს აძლევს საშუალებას აიმაღლონ ცოდნის დონე გერმანულ ენაში და გაეცნონ გერმანულ კულტურასა და რეალიებს. კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით“, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცემათ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა