„ლიბერთი“ მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, კონფერენცია - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership4SDGs Forum) გაიმართა. ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას. კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც. გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: - ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ. “მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. 1 წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის, როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე”-სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

,,ლიბერთი ორი წელია რაც ეტაპობრივად ნერგავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებს ბანკის ყოველდღიურ პროცესებში. ჩვენი გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს და განავითაროს მდგრადი დაფინანსების მიმართულება. გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა და გაგვეზიარებინა მდგრადი მიზნების მიღწევის პროგრესი. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა არამედ გახლავთ ინოვაციებისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა"- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა