საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზის ფეხბურთის გუნდი საუნივერსიტეტო ლიგა 1-დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზის ფეხბურთის (ფუტსალი) გუნდი, დავით ყიფიანის, ნიკოლოზ ხარჩილავას, სანდრო თომაძის, გიგა უშვერიძის, ბექა ხაბულიანის, გუგა ბედოშვილის, ზუკა კარიაულის, კახი მიქელაძის, გიორგი ლიპარტელიანის, ოთო რეხვიაშვილის, ლუკა სოლომონიას, ლაშა კაკაჩიას, მამუკა ნაგერვაძის შემადგენლობით საუნივერსიტეტო ლიგა 1-დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, უნივერსიადა - 2024 საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ფუტსალის გუნდებმა მიიღეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, დარბაზის ფეხბურთის გუნდი 2004 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 20 წლის განმავლობაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა რეიტინგი გაიუმჯობესა და პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე, მათ მწვრთნელებს ლაშა ცნობილაძის და გოგა ხუროშვილის ვულოცავ მორიგ წარმატებას. გუნდმა პირველი ლიგის ბოლო თამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ამ შედეგამდე ჩვენს გუნდს უმაღლეს ლიგაში საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა”, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს