საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობოები მუშაობენ სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება და საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა, თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში შეიტანონ

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ეტაპზე მუშაობენ სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება და საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში შეიტანონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ქურდოვანიძის თქმით, ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები სექტემბრამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

„როგორც იცით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვამზადებთ ერთობლივ საქმეს, რომელიც გულისხმობს “რუსული კანონის” გასაჩივრებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ახლა წერის პროცესი მიმდინარეობს, ბევრი ორგანიზაცია უკვე შემოუერთდა ამ პროცესს. ბევრი ლოჯისტიკური საკითხია მოსაგვარებელი სანამ სარჩელი შევა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ შეიძლება, ეს ამ თვის ბოლოსაც იყოს ან მომდევნო თვის დასაწყისში, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, უახლოეს პერიოდში, როდესაც ამის დრო მოვა მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს მოხდება მანამ სანამ კანონის შესაბამისი მუხლები თავიანთ რეპრესიას [დაიწყებს]. ეს, რა თქმა უნდა, სექტემბრამდე იქნება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, რეკომენდაციების შესრულების პროგრესს აზიანებს.

„იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთან იწყებოდეს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ვსაუბრობდეთ რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე, სამწუხაროდ, იმაზე ვსაუბრობთ, რომ ეს რეკომენდაციები კი არ სრულდება, პირიქით, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ამას კიდევ უფრო აზიანებს. ის რიტორიკა, რომელიც გრძელდება ამ ყველაფრის დამაზიანებელია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება იმას, რა პასუხი უნდა ჰქონდეს ამაზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და მათ შორის ევროკავშირს, ამასთან დაკავშირებით ალბათ, რაიმე საპასუხო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება ან რაიმე ტიპის სარგებელი, რომელსაც ის იღებს, გაგრძელდეს და რაიმე საფრთხე არ შეექმნას. ასევე, ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი პარტნიორები საქართველოს მიმართ გადადგამენ, მიმართული იყოს იმისკენ, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს არის - რეპრესიები საკანონმდებლო ჭრილში, ეს რაიმე ფორმით შესუსტდეს და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პროგრესს და გზას“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში