ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ წევრებისგან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან

„ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაზე.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, ხელისუფლების წევრები საკუთარ შვილებს აშშ-ში ასწავლიან, „ამ დროს კი, აშშ-ს წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს“.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ აქვთ აშშ-სთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ჩემთვის პირადად სულ ერთია, შალვა პაპუაშვილ8ლი ჩავა თუ არა აშშ-ი, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს ასახული არჩევნებზე და ეს ნება ერთადერთია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ, რას ამბობს. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგი სტანდარტია, საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ასწავლიან აშშ-ში, მათი ოჯახის წევრები მოქალაქეები არიან და ამ დროს, აშშ-ის წინააღმდეგ ღია აღვირახსნილი და ლანძღვის კამპანია მიმდინარეობს. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და თაღლითობა. როდესაც საკუთარ შვილს კალიფორნიაში ან ჩიკაგოში აგზავნი, გინდა, რომ იქ ისწავლოს და დაამთავროს [უნივერსიტეტი] და საქართველოს მოქალაქეების შვილებს ტოვებ რუსეთში და იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო