თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს განსხვავებული რეალობა და ამ განსხვავებულ რეალობაში, ისინი ამბობენ, რომ აშშ, რომელიც მათი პროპაგანდით მტერია, ხელისუფლებას არ ასანქცირებს

„ქართული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტული გზავნილებით, მათ შორის, კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ცდილობს წარმოაჩინოს განსხვავებული რეალობა და ამ განსხვავებულ რეალობაში, ისინი ამბობენ, რომ აშშ, რომელიც მათი პროპაგანდით მტერია, ხელისუფლებას არ ასანქცირებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „სანქციებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აფერმკრთალებს და ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვები არ დაწესებულა, ამ ტყუილში „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ამხელს“.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი, ის, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის მეგობარი და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ყველა ის შემზღუდავი ნორმა, რომელიც შემოღებულია აშშ-ს მხრიდან, სწორედ ქართველი ხალხის არჩეული კურსის მხარდაჭერას ნიშნავს. მეორე, ის, რომ სანქციებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აფერმკრთალებს და ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვები არ დაწესებულა, კიდევ ერთხელ ამხელს ამ ტყუილში „ქართულ ოცნებას“ და ამბობს, რომ ეს სანქციები არის იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციით არჩეულ კურსს დაუბრუნდეს. მესამე, ეს არის საგარეო ვექტორი და ჩინეთის შემოყვანა ანაკლიის პორტში. ჩინეთი, რომელიც არის რუსეთის მეგობარი და იმ ომს აფინანსებს, რომელიც ჩვენი საერთო მტრის მიერ უკრაინაში მიმდინარეობს სრულიად სუვერენიტეტის პრინციპის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს გზავნილები წესით ნორმალური ხელისუფლების პირობებში უნდა ყოფილიყო იმის ბიძგის მიმცემი, რომ ქვეყანა დაბრუნებოდა ნორმალურ საგარეო და საშინაო კურსს, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნების“ კომენტარები ვნახე, ამის მოლოდინი არ მაქვს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მათ შორის, საბიუჯეტო დახმარება შეერთებული შტატების საქართველოს თავდაცვისთვის, ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და ქართველი ხალხისთვის მინიმუმამდე დაყვანილი იქნება და ამაზე პასუხისმგებლობა, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ქართული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტული გზავნილებით, მათ შორის, კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ცდილობს წარმოაჩინოს განსხვავებული რეალობა და ამ განსხვავებულ რეალობაში, ისინი ამბობენ, რომ აშშ, რომელიც მტერია მათი პროპაგანდით, ხელისუფლებას არ ასანქცირებს. თუ გადახედავთ სანქცირებული ქვეყნების ნუსხას, მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ამერიკის სანქციების ქვეშ და ის, რომ „ქართული ოცნება“, ამ ავტორიტარულ ქვეყნებს შეუერთდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ავტორიტარიზმად კეთდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ნება-სურვილიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ კრემლის ინტერესებთან თანხვედრაშია“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება