არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო პროექტი განახორციელა

მიმდინარე წლის 16 ივნისს, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობით, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით Eid Al-Adha 2024-ის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი დაიკლა, შეწირული ხორცი კი საქართველოს მუსლიმებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონში მუსლიმი თემის საჭიროებების მქონე ოჯახებს შორის განაწილდა.

ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება ქალაქ რუსთავის ჯუმა მეჩეთში გაიმართა და მას არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს ატაშე, ბატონი ხალედ ალქააბი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საელჩოს წარმომადგენელმა, ბატონმა ალქააბიმ მეჩეთთან შეკრებილ საზოგადოებას მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცა და ისაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფოს და მისი მეთაურების ძალისხმევაზე, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ საჭიროების მქონე ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხეში განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მიკუთვნებულობისა.

ბატონმა ხალედ ალქააბიმ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ამ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებისთვის და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობა.

თავის მხრივ, საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებასა და ხალხს მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცეს, საელჩოს კი გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება