ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების  ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგების ანგარიშებს ისმენენ.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები განიხილეს.

„10 წელი გავიდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული 27 რეგულაციიდან, საქართველოს კანონმდებლობა დღეს 21 რეგულაციასთან სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა. არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად. გვაქვს ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით წლის რესურსების მდგრად გამოყენებასა და წყლის რესურსების სწორად მართვას. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. საქართველოს, ევროკავშირის მსგავსად, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა აქვს გაცხადებული“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასვლითი სხდომები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე საველე სამუშაოების გაცნობა, წყლის მონიტორინგის ღონისძიებაზე დაკვირვება, ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურის დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების ანალიზატორების მუშაობის პრინციპის გაცნობა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა