კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა, - ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის "მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში".

„ეს ქმედება აგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ კანადა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ტერორისტულ ერთეულ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანის რეჟიმი მუდმივად ავლენს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, როგორც ირანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მზადყოფნას მოახდინოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა დომინიკ ლებლანმა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ირანში მყოფი კანადის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, თვითნებური დაკავების საფრთხე დაემუქროთ.

„ჩემი გზავნილი ნათელია: ისინი, ვინც ახლა ირანში იმყოფება, დროა დაბრუნდნენ სახლში და ისინი, ვინც ირანში წასვლას აპირებენ, არ წავიდნენ“, - აღნიშნა მელანი ჯოლიმ.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ირანში მთავარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება