უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს

რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმა განახორციელა, საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა „კამიკაძე დრონი“ გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

„20 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინას რაკეტებისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენებით დაარტყეს. მთლიანობაში, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებს ოლეშჩუკი.

მისი ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას X-101/X-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით, X-59 ტიპის 2 მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 27 დრონით დაარტყეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 32 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის: X-101/X-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა, X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 27 დრონი.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, პოლტავასა და ვინიცას ოლქებში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს