ოთარ შამუგია - წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო.

„შპს „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს; კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად, მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და ასევე, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 162 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის, იმერეთის რეგიონში 581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა