რომან გოცირიძე - ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ - მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ - ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ამიტომ მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს.

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის "რუსული კანონი 2". პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება" იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის" სახით.

ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას. უნდათ, ხალხმა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას. არ გაუვათ ეს პროპაგანდისტული ხრიკები. პუტინის გზას დამდგარ "ქართულ ოცნებას" პუტინის ამ პროპაგანდისტული კანონის გავრცელებაში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. "რუსული კანონი 2", რა თქმა უნდა, იქნება, ასევე, ვეტოდადებული, დარწმუნებული ვარ ამაში," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი კომიტეტებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეს იწყებს.

საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და ასევე, ოთხი კომიტეტის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია