ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა

„ლისი დეველოპმენტმა“ აჭარის რეგიონში მოქმედ უძრავი ქონების სააგენტოებს ახალი საკურორტო უბანი - ბუკნარი გააცნო. ღონისძიებას აჭარის რეგიონის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ბუკნარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ადგილზე გაეცნენ პროექტის დეტალებს.

ბუკნარი ბათუმიდან მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზეა და უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა, სადაც ზღვისა და მთის ჰავა ჰარმონიულადაა შერწყმული. (პროექტის ლოკაცია)

კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ბუკნარში 9 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, ასევე სპორტულ მოედანს და მწვანე ზონებს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს.

„ლისი დეველოპმენტმა“ საკუთარ პროექტებში დაამკვიდრა და კვლავ ინარჩუნებს მწვანე პრინციპების ერთგულებას, რაც ითვალისწინებს 80/20-ზე კონცეფციას. ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განთავსდება შენობა-ნაგებობები, ხოლო დარჩენილი 80% არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებასა და რეკრეაციული ზონების განვითარებას დაეთმობა. კომპანიას სურს აღნიშნული სტანდარტი ამჯერად აჭარაში, ბუკნარის პროექტში დაამკვიდროს, რომელიც ოჯახური დასვენებისთვისაა გამიზნული და ამავდროულად მომხმარებლისთვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მომხიბვლელია.

სასტუმროს ტიპის საინვესტიციო აპარტამენტები ბარდება Turn–Key კონდიციით, რაც მოიცავს სრულ რემონტს, ავეჯს, სამზარეულოსა და აქსესუარებს.

პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი ნომრები 35-დან 70 კვ.მ.-მდე. თითოეულ აპარტამენტს აქვს ზღვისა და მთის ხედი.

საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა მომზადებულია „ლისი დეველოპმენტისა“ და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიოების თანამშრომლობით.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა