„სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული მასწავლებლების ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია - ინიციატივის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

ოთხი წელია „სულაკაურის გამომცემლობა“ კამპანიას #მადლობამასწავლებელო ახორციელებს, რომლის მიზანი მასწავლებლების პროფესიის დაფასება და წინ წამოწევაა. ინიციატივის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“. პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა ყოველწლიურად რჩეულ მასწავლებლებს ავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების შერჩევა სხვადასხვა დამსახურებების მიხედვით ხდება. მათ შორის, ახალგაზრდების მიმართ გამოხატული გამორჩეული ნდობისა და მათი თავისუფალი აზრის დაცვისთვის; მოზარდებისთვის თვითგამოხატვის სივრცეებისა და საშუალებების შექმნისა და თემის გასაძლიერებლად შეუპოვარი ბრძოლისთვის; მოსწავლეების დაუვიწყარ თავგადასავლებში ჩართვისა და მრავალფეროვანი პროფესიული ძიებებისთვის; მასწავლებლის პროფესიის თანამედროვე გააზრებისთვისა და საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის სიხარულისა და ცოდნის მომტანი ქაოსის მოწყობისთვის.

„2024 წლის მასწავლებლების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ:

თინათინ გაგნიძე, ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებელი;

სოფიო ქუხილავა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მასწავლებელი;

ეკა ქართველიშვილი, ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებელი;

თამუნა ლაღიძე, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი;

ვეფხვია მანია, თბილისის 58-ე საჯარო სკოლისა და ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მასწავლებელი;

ელიზა ნიჟარაძე, თბილისის ჟიური შარტავას სახელობის 62-ე საჯაროს სკოლის მასწავლებელი;

თამარ ნათაძე, ქალაქ თბილისის 221-ე და 132-ე საჯაროს სკოლების მასწავლებელი;

მარიამ ჯამდელიანი, მასწავლებელი;

ნიკა ხაჩიძე, ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი;

მანანა (მიკო) მიქავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯაროს სკოლის მასწავლებელი.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ათივე მასწავლებელს პლანშეტური კომპიუტერი გადასცა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის