ვლადიმერ პუტინი - ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამელ კოლეგასთან ტო ლამთან მოლაპარაკების დროს განაცხადა

„ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ დღეებში აღინიშნება მეგობრული ურთიერთობების საფუძვლების შესახებ ხელშეკრულების 30 წლისთავი.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ რეგულარული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტაქტები, მათ შორის პარლამენტების, სამინისტროების, უწყებების, პარტიების, რეგიონებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პროგრესულად ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები.

„გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა. ორივე მხარის სამთავრობათაშორისო კომისია მჭიდროდ მუშაობს ამაზე. სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს 2015 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებასა და ვიეტნამს შორის“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამს ეწვია, სადაც ის ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა