ქუთაისი IV საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა. ფორუმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს - საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.

„ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაცია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი) მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში წარადგენენ მოხსენებებს ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა; პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში; მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები.

ფორუმი გახსნაში მონაწილეობდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენი, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კონრად ვოინაროვსკი, რუმინეთის სახელმწიფო მდივანი ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენი.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის თანაორგანიზატორები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) არიან”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა