სირიაში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა

აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი თანამდებობის პირი, უსამა ჯამალ მუჰამედ იბრაჰიმ ალ-ჯანაბი დაიღუპა“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათივე მტკიცებით, არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო პირები დაშავდნენ.

2024 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და მისმა პარტნიორებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და 27 დააკავეს, ამავე პერიოდში, ერაყში ISIS-ის 11 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 36 კი - დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს