ალუდა ღუდუშაური - ბატონმა ვაშაძემ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა პირველ რიგში, საკუთარ თავს - ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა

ბატონმა ვაშაძემ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა პირველ რიგში, საკუთარ თავს - ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, „ვაშაძისგან და მისნაირებისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს“.

„კორექტურად და რბილად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი არის აბსოლუტურად გალაქტიკაში გასული. მას არც პოლიტიკური ჩარჩოები აინტერესებს. რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, ბატონი ვაშაძისნაირებისგან, მისი პარტიის ცალკეული წევრებისგან და ზოგადად, კოლექტიური "ნაცმოძრაობისგან", მით მეტი ამორალურობის, მით მეტ დემაგოგიის და მით მეტი უსინდისობის მომსწრენი გავხდებით. ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ. სხვათა შორის, პირველი არ არის, როდესაც მან ასეთი ფორმით, თითქოსდა, კნინობითი ეპითეტისთვის გამოიყენა [ეს ტერმინი]. ეს აჩვენებს რეალურად იმ სახეს, რაც აქვს. ბატონი ვაშაძე არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ხარ დღეს, ამაზე მეტი კნინობითი ფორმა ჩემი აზრით, უბრალოდ აღარ არსებობს. როგორ უნდა არ გრცხვენოდეს იმის, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და იყო ამ სისხლიანი რეჟიმის და პარტიის ავანგარდში.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა. ამით რეალურად, საზოგადოება. კიდევ უფრო მეტად დაინახა ბატონი ვაშაძის რეალური სახე. თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში, საკუთარ თავს," - განაცხადა ღუდუშაურმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს