ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ოფისში გაიმართა.

„მხარეებმა შეხვედრაზე კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიები და საერთო გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას დაეთმო. სწორედ ამ მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანიუსკასი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; და დელეგაციის წევრები: ქეთევან მურადაშვილი; მამუკა ღვინიაშვილი და გიორგი ბაღდავაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება